wishlist0
ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ

 

კომპლექსური სამეწარმეო ტურიზმის & ველოტურიზმის ცენტრი და არამხოლოდ, მაღალმთიან სვანეთში, რისი ანალოგიც რეგიონს დღემდე არ აქვს, "ველომოგზაურის"  ტურებზე მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ესტუმრონ ადგილობრივ ოჯახებს და გაეცნონ გასტრონომიას, ადათ-წესებს კულტურულ საგანძურს, მსმენელისთვის ხელმისაწვდომი გახდება საჭირო თეორიული ცოდნის მიწოდება და პრაქტიკული კომპონენტების გაცნობა ყველა იმ ხელობაზე, რასაც ადგილობრივები ათობით საუკუნეა მისდევენ, რომელთა რეალურად გამოყენებასაც წარმატებული ვიზიტორები და ტურისტები შემდგომ უკვე თავადაც ადვილად შეძლებენ. ჩვენი ცენტრის სტუმარი პირადად მიიღებს ექსტრემალურ გამოცდილებას შესანიშნავ სამთო ღონისძიებებსა და ტურებში მონაწილეობით. ველოსიპედის გაქირავება (სამთო ბაიკინგი, ტრეკინგი, ველო პარკი, ველო ტურები და ველო კროსები და სხვა მრავალი მიმართულება), ჩვენი ჯგუფის შეუცვლელი ნაწილია, ამიტომ საქმიანობის ძირითადი სახე იქნება კონკრეტულად სამთო სათავგადასავლო ველოტურების მოწყობა, მუდმივად დათოვლილი მწვერვალების ძირში, თვალწარმტაცი ბუნების პეიზაჟებით გარშემორტყმულ სივრცეში, რომელიც ამიერკავკასიას მხოლოდ ერთი აქვს და ესეც სვანეთშია, თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში დათოვლილ მთებთან ყველაზე ახლოს ყოფნა და ავსება საოცარი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით, მომხმარებლების გამასპინძლებას და მიღებული შთაბეჭდილების შემავსებელ ნაწილად სპეციალურ უნიკალურ ნივთებს გამოვიყენებთ,
ასევე ჩვენი გუნდის მიერ წარმოებული მაღალხარისხიანი პროდუქტებით შევძლებთ, მათ გამასპინძლებას. ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ შევქმნათ უნიკალური ადგილი, რომელიც წარმოაჩენს სვანეთის სილამაზეს და ვიზიტორებს შესთავაზებს თავგადასავლებისა და აღმოჩენების დაუვიწყარი მოგზაურობის კომბინაციას.

ჩვენ ჯგუფს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სარეკლამო პროდუქციის დამზადების და ამ ჭრილში მაღალხარისხობრივი სერვისის გაწევის. 

კონტაქტი
to-top