wishlist0

როგორია კომფორტული და მყუდრო საძინებელი ოთახი?

საძინებლის მოწყობის დროს, ინტერიერის დიზაინი და ფერთა შეხამება მცხოვრებთა გემოვნებასა და ინდივიდუალიზმს ყოველთვის უსვამს ხაზს. სამწუხაროდ აჩქარებული დროის პირობებში, ადამიანები ყურადღებას ნაკლებად ამახვილებენ იმაზე , თუ რა ფერი მოუხდება მათ კედელს. ფერები დიდ გავლენას ახდენს ინდივიდების ემოციებზე, შთაბეჭდილებებსა და გრძნობებზე, ამიტომ როცა დეკორის შერჩევას დავიწყებთ, აუცილებელია, რომ დიზაინერთან ერთად ზუსტად შევახამოთ ჩვენი ინტერესები, იმასთან
რისი გამოხატვაც გვინდა.

გასათვალისწინებელია, ის გარემოება, რომ ღია ფერები ოთახს ჰაეროვნებას ანიჭებს და მეტად მდიდრულს ხდის. თვალისთვის ტოვებს აღქმას, რომ სივრცე უფრო დიდი და ნათელია. ალბათ ყველასთვის მნიშნვნელოვანია, რომ ცხოვრობდეს კომფორტულ, მყუდრო და მშვიდ გარემოში, რაც მეტი ორიგინალურობითა და ენერგიით აავსებს ინდივიდის ენერგეტიკულ ველს.

ამ ყველაფერთან ერთად სასურველი სულაც არაა თქვენ საძინებელ ოთახში უზარმაზარი ჭაღი დაკიდოთ, რადგან ამ ფუნქციას უკეთ ტორშინი შეასრულებს. კარგია ნათელი საძინებელი, თუმცა ის ხანდახან მოსვენებასა და ტკბილ ძილში შეგიშლით ხელს. ასევე არ არის სასურველი ბიბლიოთეკის მოწყობა პირდაპირ საძინებლის კედლებზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს თქვენ ერუდირებულად წარმოგაჩენთ, შესაძლოა წიგნის მტვერმა ალერგია გამოიწვიოს, მაშინ, როდესაც გძინავთ. ყოველთვის ყველაზე მთავარია, ოთახის სწორად მოწყობა, საქმეს გაგიმარტივებთ ინტერიერის დიზაინის პროგრამა 3 Cad Evolution, რაც მოგცემთ შესაძლებლობას,
რომ ხელშესახები გახადოთ ყველაფერი ჯერ ვირტუალურად: პროგრამაში აეწყოს თუ რისი განთავსება გსურთ ოთახში და შემდეგ ზუსტად იმავე შედეგზე გახვიდეთ, როდესაც ავეჯს დაამზადებენ ჩვენი, პარტნიორი კომპანიები.

დაჯავშნე შეხვედრა შესაბამისი დარგის კომპანიასთან, დააწკაპე აქ-დაკავშირება 592 78 12 12

კარგია თუ ოთახს შეავსებთ სხვადასხვა საჭირო ნივთით და კიდევ ისეთით, რომლებიც კარგ შთაბეჭდილებებს გიქმნით და გაბრუნებთ წარსულში, იქ სადაც ყოველთვის მიგიწევთ გული, რომ კიდევ ერთხელ ნახოთ და დატკბეთ ამ ადგილის მომხიბლავი და გამორჩეული სილამაზით. მაგ: მოგზაურობის დროს გამოყენებადი მცირე ზომის ნივთები, თილისმისა და გარკვეულ საჩუქრად წამოღებული საგნები, ქვეყნის სხვადასხვა ადგილიდან და ა.შ. ეს შეგიქმნით წამიერ მოგზაურობის განცდას ცხოვრების იმ აწმყოს მომენტშიც, რომელიც უკვე აღარ ხდება აქ და ახლა, თუმცა იქაური ემოციები იმდენად ძლიერი აღმოჩნდება, რომ შესაძლოა საუკეთესო წიგნის დაწერის იდეაც კი მოგივიდეთ თავში.

ეცადეთ თქვენი საძინებელი არ იყოს მუქ კონტრასტში გამოხატული, რამაც შესაძლოა არც ისე სასიამოვნო შთაბეჭდილება შეგიქმნათ, მაშინ როცა იღვიძებთ და თვალებს ისრესთ, ემზადებით ახალი ნაყოფიერი და პროდუქტიული დღის დასაწყებად. თუმცა შეგიძლიათ შეახამოთ მუქი და ღია ფერები ერთმანეთთან და ეს კომბინაცია მოგცემთ კიდევ უფრო უკეთეს კონტრასტს.

ეცადეთ ცენტრისკენული განლაგება მისცეთ თქვენ საძინებელში საწოლს, ის უნდა ტოვებდეს მეტი სიმყუდროვისა და განტვირთვის შთაბეჭდილებას, როდესაც ცდილობთ სხეული დაასვენოთ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გქონდეთ შეზღუდული სივრცე ირგვლივ, პირიქით რაც მეტია თავისუფალი ფართი საძინებელში, განსაკუთრებით კი მცირე ოთახში და ამ დროს უყურებთ პირდაპირ ჭერს და ფიქრობთ ათას რამეზე მით უკეთესია.

სასურველია საძინებლის იატაკად გამოყენებული იყოს სუფთა ხე, თუმცა 21-ე საუკუნის მთავარი გამოწვევა მეტი ეკოლოგიურობაა, ამიტომ თუ მოვუფრთხილდებით ტყეს  და საშენ მასალად ალტერნატივას გამოვიყენებთ, დავზოგავთ ჟანგბადის ხელყოფას. აქედან გამომდინარე დღეს მრავალი საშუალებაა იმისთვის, რომ დააგოთ სასურველი იატაკი, შესაძლოა დამათბუნებლად და მეტი სიმყდუროვის შემოსატანად გამოვიყენოთ იატაკზე დასაგები ხალიჩაც კი.

იმისთვის რომ ოთახმა მიიღოს მრავალფეროვანი და კომფორტული სახე, ნუ შეგეშინდებათ გასაფორმებელი ტექსტურებისა და ფაქტურების ერთმანეთში არევა, ასე ბევრად ბუნებრივი, საინტერესო და ღირებული გახდება საძინებელი ოთახი.

თუ გადაწყვიტეთ საძინებლის შერჩევა, ჩვენ დიდი სიამოვნებით გიმასპინძლებთ და გაგაცნობთ ჩვენსავე საქმიანობას, დაგეგმე ტური, ჩვენ შენ მოგისმენთ და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ, თუ როგორ, რა ჭრილში, რისი გაკეთება გსურთ და რა საშუალებები იქნება ოპტიმალური დამხარების გაწევისთვის. დაჯავშნე შეხვედრა, დააწკაპე-დაკავშირება-ს 592 78 12 12

203
საძინებელი ოთახი
to-top