wishlist0

როგორ გამოიყურება ორიგინალურად მოწყობილი სასტუმროს ავეჯი?!

სასტუმროს ხარისხიანი ავეჯით გაწყობა მნიშნველოვან როლს თამაშობს კლიენტთა კმაყოფილებაზე. ბოლო დროს საქართველოში შეიმჩნევა საოჯახო სასტუმროების და ჰოსტელების მომრავლება,ტენდენცია იქითკენ მიდის, რომ ინვესტიციების დაბანდებას დიდი ზომის სასტუმროებშიც არ ინანებენ.

ამიტომ, მას შემდეგ რაც ინვესტორი გადაწყვეტს სასტუმროში რემონტის დასრულებისთანავე ავეჯი შეიტანოს და დაიწყოს ბინის გაქირავება. სასურველია სამზარეულო, საძინებელი, მისაღები, ტერასა, სასტუმრო ოთახი თუ სხვა მრავალი ადგილი ისე მოაწყოს, რომ თვალს ჭრიდეს მნახველს ობიექტის ოთახების განუმეორებელი ჰარმონიული შეხამება სივრცესთან, მდებარეობასთან და სხვა.

პირველი ეტაპია სასურველ დიზაინში ჩასვათ ობიექტი დიზაინერებთან ინტენსიური მუშაობით და შემდგომ დაუკვეთოთ საავეჯე დეტალების დამამზადებელ კომპანიას შესაბამისი ავეჯი. აქ მნიშნველოვანი ხელჩასაჭიდი დოკუმენტია ის, რომ შექმნათ, ზუსტად ისეთი დიზაინი, ზომები, მოცულობა ინტერიერის პროგრამაში, რომ როდესაც გადაწყვეტთ მათ დაკვეთას, ერთი პატარა პრობლემაც კი არ შეგექმნათ პროცესის განმავლობაში.

შემდეგი ნაბიჯია ხარვეზის გარეშე პროგრამული ჩარხების მეშვეობითა და ყველა დოკუმენტის გათვალისწინებით შეიქმნას ავეჯი, რომელიც მოუხდება და შეავსებს თავისუფალ სივრცეს. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ავეჯი აეწყოს მინიფიქსებზე, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ, ცვალოთ ოთახის დიზაინი ყოველგვარი დეტალის დაზიანების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ ავეჯს ყოველწლიური ცვეთა ექნება, ამ მეთოდით დამზადებული საავეჯე დეტალები უფრო მეტ ხანს გაძლებს. თუმცა გახსოვდეთ, რომ მნიშნვნელოვანია აბსოლუტურად ყველა საავეჯე დეტალის დაწიბოვნება, რათა თავიდან ავირიდოთ, დეესპესა და ემდეეფის ფილებიდან გამომავალი ნივთიერებების უარყოფითი ეფექტი, როდესაც ის ორთქლდება ჰაერში.

ბოლო ეტაპზე კი უნდა მოხდეს შეფუთული და კოდირებული საავეჯე დეტალების შესახებ არსებული ნახაზებისა და ფოტორენდერების მიხედვით ავეჯის აწყობა. რაშიც დიდ დახმარებას ჩვენი პარტნიორი ფირმები გაგიწევენ, დააკლიკეთ აქ!

მას შემდეგ რაც ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით გაეწყობა თქვენთვის სასურველი ობიექტი, შეგიძლიათ ისიანოვნოთ ნამუშევრით და თამამად მიიღოთ ათეულობით ტურისტი ადგილობრივი მცხოვრები, თქვენ გექნებათ მყუდრო, ლამაზი და შესანიშნავი ადგილი, ადამიანთა თავისშესაქცევად, გართობის, განტვირთვისა და მოსასვენებლად.

204
სასტუმროს ავეჯი
to-top