wishlist0

საქართველოს ეკოლოგიური გარემო, დაბინძურებულია თუ გამორჩეულია სუფთა ჰაერით?

თავი 1: ეკოკვლევა 2019წ. (1)

ანალიტიკა

გამოკითხულთა 62.1% (n=389) შეადგენდა მდედრობითი სქესის წარმომადგენელს. ყველაზე მეტი ანკეტა 20-29 წლის ადამიანმა შეავსო 44.4% (n=278).  საშუალო ასაკი შეადგენს 25 წელს (±5).  რესპოდენტთა 76.5% (n=478) მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება, უნივერსიტეტის დამთავრებით.  ქორწინების მდგომარეობის მხრივ, 48.4% (n=303) არასდროს ყოფილა დაქორწინებული. თქვენ ოჯახში რამდენი წევრი ცხოვრობს, 33.3% (n=209)  ამბობს, რომ ხუთი და მეტი. ოჯახიდან რამდენი წევრი მუშაობს და აქვს მუდმივი შემოსავალი, 38.3% (n=240) ორი ადამიანია ასეთი. თქვენი ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალი 22.7% (n=142) ამბობს, რომ 1001-2000 ლარია. რესპოდენტთა 42.2% (n=263) ამბობს, რომ მათი საცხოვრებელი თუ სამუშაო გარემო დაბინძურებულია ნაკლებად. ხოლო 38.4% (n=241) აფიქსირებს, აზრს, რომ დაბინძურებულია ჰაერი, გამომწვევი კი შეიძლება იყოს: ავტომანქანებისა და მშენებლობების დროს გაფრქვეული მავნე მეტალების მტვერი. რესპოდენტთა 72.8% (n=455) ამბობს, რომ რეკრეაციულ ადგილებში გამწვანების ხელყოფის ხარჯზე ხეთა გაკაფვა სხვადასხვა კომერციული მიზნით, საზოგადოებაში რამე სახის დადებით ეფექტს, არ იწვევს. ხოლო რეპსოდენტთა 93% (n=582) ამბობს, რომ ჰაერის თუ მიწის სავარგულების დაბინძურება მავნე ნარჩენებით, მათ ჯანმრთელობაზე გავლებას ახდენს. რესპოდენტთა 71.4% (n=445) ამბობს, რომ გარემოს დაბინძურება იწვევს, ფილტვების დაავადებებს, ფსიქიკურ დაავადებებს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს. რესპოდენტთა 43.9% (n=274) აფიქსირებს აზრს, რომ მათთვის ნაკლებად არის ხელმისაწვდომი მუდმივად ცხოვრობდნენ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ხოლო  28.1% (n=176) ამბობს, რომ მათთვის არ არის ხელმისაწვდომი ცხოვრობდნენ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.  რესპოდენტთა 37.9% (n=237)  ადამიანი ამბობს, რომ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრებისთვის ხელის შეშლას იწვევს: ეკო გარემოში, სამსახურების ნაკლებობა; ჯანდაცვის მომსახურებასა მრავალ პროდუქტსა და სერვისზე ხელმიუწვდომელობაა და ასეთი ტერიტორიები თუა, ის არაურბანიზებულია. ხოლო რომ შეეძლოთ, გარემოსასთვის მიყენებადი ზიანის შესამცირებლად რას გააკეთებდნენ? რესპოდენტთა 48.5% (n=304) ამბობს, რომ მაქსიმალურად შეზღუდავდა ბუნებრივი საწვავი წიაღისეულის გამოყენებასა და მავნე ნარჩენების გაფრქვევას სატრანსპორტო თუ სხვა საშუალებებში. ასევე რესპოდენტთა 32.4% (n=202) ამბობს, რომ იცხოვრებდა ეკოლოგიურ ადგილას, ბუნებასთან სრულ ჰარმონიაში, არ მოახდენდა მის ხელყოფას და ექნებოდა ყველაფერი, რაც ცხოვრების მოცემულ დროს დასჭირდებოდა. გამოკითხულთა 61.9% (n=388) ამბობს, რომ ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი პრობლემების ზრდას, იწვევს, დამაბინძურებელი ორგანიზაციებისადმი სახელმწიფო მაღალჩინოსნების მიერ გაწეული ლობირება. ხოლო საზოგადოების მიერ არასათანადო ყურადღება: ეკოსისტემის, კლიმატის ცვალებადობისა თუ სხვა ფაქტორებისადმი, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი პრობლემების ზრდას  იწვევს, ასე პასუხობს რესპოდენტთა 86.9% (n=544). ხოლო ადამიანის ჯანმრთელობაზე ჯანსაღი ცხოვრების წესი დიდ გავლენას ახდენს, თუმცა ფორმაში ყოფნას ვერასდროს ახერხებენ, 45.2% (n=282) ასევე რესპოდენტთა 43.8% (n=273)  ამბობს, რომ დიდ გავლენას ახდენს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა მათ ცხოვრებაზე და ფორმაში ყოფნას ყოველთვის ახერხებენ, დაკავებულნი არიან  ე.წ ფიტნესით, კვებითი რაციონისა  და სხვა ურთიერთშემავსებელი კომპონენტების დაცვით. რომ არსებობდეს ისეთი ეკო-ინფრასტრუქტურის ქალაქი, სადაც ყველაფერია, რაც გსურთ, იცხოვრებდით ბუნებასთან თანწყობასა და ჰარმონიაში, (მუდმივი  მზის ენერგიის კვლავწარმოებითა და  ეკო მეგობრული ტექნოლოგიებით მხარდაჭერილ ადგილას)  რესპოდენტთა 84.1% (n=527)  ამბობს, რომ დიახ იცხოვრებდა ასეთ ადგილას. დღეიდან იზრუნებდით, რომ  შეგეცვალათ საკუთარი ცხოვრების წესი და ყოველდღიური აქტივობები, იმისთვის, რომ მეტად დაცული ყოფილიყავით თავის გაუფრთხილებლობით გამოწვეული რისკებისგან? რესპოდენტთა  45.2% (n=283)  ამბობს, რომ სრულიად ეთანხმება ამ აზრს. ხოლო როგორ ხართ მომავლის ტექნოლოგიებისადმი განწყობილი, ფიქრობთ რომ თანამედროვე მიღწევებს, შეუძლია გარემოს პირობების ისე ცვლა, რომ ადამიანის ცხოვრება, გახდეს მეტად კომფორტული, პროდუქტიული და ერთი და იმავე ადგილიდან ხელშესახები გახდეს ნებისმიერი საქმიანობის განხორციელება? რესპოდენტთა 46.4% (n=289)  ამბობს, რომ   სრულიად ეთანხმება ამ აზრს.

 

მახასიათებლები რესპოდენტთა რაოდენობა

 

რეკომენდირებული:(n=601)

მონაწ.მიიღო: (n=626)

%
1.სქესი
1. მდედრობითი 389 62.1
2. მამრობითი 226 36.1
პასუხი არ დააფიქსირა 11 1.8
2.ასაკი
1. 20-მდე 50 7.9
2. 20-29 278 44.4
3. 30-39 110 17.8
4. 40-49 80 12.8
5. 50-59 44 7
6. 60 და უფროსი 54 8.6
პასუხი არ დააფიქსირა 10 1.5
საშუალო ასაკი                                                                 25 (… ± 5)
3. განათლება:
1. არასრული საშუალო 8 1.3
2. საშუალო სრული ზოგადი 69 11
3. პროფესიული 51 8.3
4. უმაღლესი 479 76.5
5. სხვა (ღია პასუხი) 6 0.9
პასუხი არ დააფიქსირა 13 2
 

 

 

4. ქორწინების მდგომარეობა:

1. არასდროს ყოფილა დაქორწინებული 303 48.4
2. დაქორწინებული 257 41.2
3. ქვრივი 18 2.9
4. განქორწინებული (განშორებული) 33 5.3
5. სხვა (ღია პასუხი) 1 0.1
პასუხი არ დააფიქსირა 14 2.2
5. რამდენი წევრია თქვენს ოჯახში:
1. ერთი 22 3.5
2. ორი 53 8.5
3. სამი 135 21.7
4. ოთხი 196 31.3
5. ხუთი და მეტი 209 33.3
პასუხი არ დააფიქსირა 11 1.7
6. თქვენი ოჯახის რამდენი წევრი მუშაობს და აქვს მუდმივი შემოსავალი:
1. არც ერთი 27 4.3
2. ერთი 207 33
3. ორი 240 38.3
4. სამი 95 15.2
5. ოთხი და მეტი 45 7.3
პასუხი არ დააფიქსირა 12 1.9
7. თქვენი ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალი შეადგენს:
1. 100 ლარამდე 10 1.5
2. 100-150 10 1.5
3. 151-500 94 15.7
4. 501-1000 128 20.9
5. 1001-2000 142 22.7
6. 2001-3500 98 15.6
7. 3500-ზე მეტი 81 12
პასუხი არ დააფიქსირა 63 10.1
 

 

 

8. როგორია თქვენი საცხოვრებელი თუ სამუშაო გარემო?

1. დაბინძურებულია ჰაერი, გამომწვევი კი შეიძლება იყოს: ავტომანქანებისა და მშენებლობების დროს გაფრქვეული მავნე მეტალების მტვერი 241 38.4
2. ნაკლებად დაბინძურებულია 263 42.2
3. დაუბინძურებელია 84 13.4
4. სხვა (ღია პასუხი) 12 2
პასუხი არ დააფიქსირა 19 4
9. თქვენი აზრით რეკრეაციულ ადგილებში გამწვანების ხელყოფის ხარჯზე ხეთა გაკაფვა

 

 სხვადასხვა კომერციული მიზნით, საზოგადოებაში რამე სახის დადებით ეფექტს იწვევს?

1.  კი 141 22.7
2.  არა 455 72.8
3. სხვა (ღია პასუხი) 7 0.9
პასუხი არ დააფიქსირა 23 3.6
10ჰაერისა თუ მიწის სავარგულების დაბინძურება  მავნე  ნარჩენებით, ახდენს თუ არა გავლენას თქვენ ჯანმრთელობაზე?
1.  კი 582 93
2.  არა 17 2.8
3. სხვა (ღია პასუხი) 8 1.0
პასუხი არ დააფიქსირა 19 3.2
11. თქვენი აზრით, რა დაავადების განვითარების რისკფაქტორს იწვევს გარემოს დაბინძურება?
1. ფილტვების დაავადებებს 98 15.4
2. ფსიქიკურ დაავადებებს 7 0.9
3. გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს 29 4.8
4. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი 445 71.4
5. არცერთი მათგანი 7 0.9
6. სხვა (ღია პასუხი) 17 2.7
პასუხი არ დააფიქსირა 23   3.9
12. თქვენთვის  ხელმისაწვდომია, მუდმივად ცხოვრობდეთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში?
1. დიახ 117 18.9
2. ნაკლებად 274 43.9
3. არა 176 28.1
4. არ ვიცი, მიჭირს პასუხის გაცემა 40 6.2
5.არცერთი მათგანი 0  
6. სხვა (ღია პასუხი) 4 0.6
პასუხი არ დააფიქსირა 15 2.3
13. თქვენთვის არსებობს რამე ფაქტორი, რაც იწვევს  ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრებისთვის ხელის შეშლას?
1. ეკო გარემოში, მეტად შეიმჩნევა სამსახურების ნაკლებობა 81 12.9
2. ეკო გარემოში, ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა ნაკლებადაა 38 6
3. ასეთი ტერიტორიები თუა, ის არაურბანიზებულია, ხელმისაწვდომი არაა მრავალი პროდუქტი თუ სერვისი 164 26.2
4. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი 237 37.9
5. არცერთი მათგანი 58 9.3
6. სხვა (ღია პასუხი) 8 1.3
პასუხი არ დააფიქსირა 40 6.4
14. რომ შეგეძლოთრას გააკეთებდით გარემოსთვის  მიყენებადი ზიანის შესამცირებლად?
1.მაქსიმალურად შევზღუდავდი ბუნებრივი საწვავი წიაღისეულის გამოყენებასა და მავნე ნარჩენების გაფრქვევას სატრანსპორტო თუ სხვა საშუალებებში 304 48.5
2. ვიცხოვრებდი ეკოლოგიურ ადგილას, ბუნებასთან სრულ ჰარმონიაში, არ მოვახდენდი მის ხელყოფას და მექნებოდა ყველაფერი, რაც ცხოვრების მოცემულ დროს დამჭირდებოდა. 202 32.4
3. არც არაფერს, სავსებით მისაღებია ჩემთვის არსებული ცხოვრება 12 1.9
4. არ ვიცი, მიჭირს პასუხის გაცემა 60 9.5
5. სხვა (ღია პასუხი) 23 3.8
პასუხი არ დააფიქსირა 25 3.9
15. თქვენი აზრით მსოფლიოში, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი პრობლემების ზრდას,

 

 იწვევს თუ არა, დამაბინძურებელი ორგანიზაციებისადმი სახელმწიფო მაღალჩინოსნების მიერ

 გაწეული ლობირება?

1. კი 388 61.9
2. არა 21 3.4
3. არ ვიცი, მიჭირს პასუხის გაცემა 181 28.9
4. სხვა (ღია პასუხი) 7 0.9
პასუხი არ დააფიქსირა 29 4.9
16. საზოგადოების მიერ არასათანადო ყურადღება: ეკოსისტემის, კლიმატის ცვალებადობისა

 

თუ სხვა ფაქტორებისადმი, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი პრობლემების ზრდას იწვევს?

1. კი 544 86.9
2. არა 14 2.4
3. არ ვიცი, მიჭირს პასუხის გაცემა 45 7.1
პასუხი არ დააფიქსირა 23 3.6
17. რამდენად დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე ჯანსაღი ცხოვრების წესი და თუ ხართ  დაკავებული ე.წ ფიტნესითკვებითი რაციონისა  და სხვა ურთიერთშემავსებელი კომპონენტების დაცვით?
1. დიდ გავლენას ახდენს და ვცდილობ მუდმივად ფორმაში ვიყო 273 43.8
2. დიდ გავლენას ახდენს, თუმცა  ფორმაში ყოფნას ვერასდროს ვახერხებ 282 45.2
3. საერთოდ არ ახდენს გავლენას 4 0.6
4. არ ვიცი, მიჭირს პასუხის გაცემა 40 6.4
5. სხვა (ღია პასუხი) 8 1.0
პასუხი არ დააფიქსირა 19 3.0
18. რომ არსებობდეს ისეთი ეკოინფრასტრუქტურის ქალაქი, სადაც ყველაფერია, რაც გსურთ, იცხოვრებდით თუ არა ბუნებასთან თანწყობასა და ჰარმონიაში, (მუდმივი  მზის ენერგიის კვლავწარმოებითა და  ეკო მეგობრული ტექნოლოგიებით მხარდაჭერილ ადგილას) ?
1. დიახ 527 84.1
2. არა 13 2.4
3. არ ვისარგებლებ 7 0.9
4. არ ვიცი, მიჭირს პასუხის გაცემა 52 8.3
5. სხვა (ღია პასუხი) 9 1.4
პასუხი არ დააფიქსირა 18 2.9
19. დღეიდან იზრუნებდით, რომ  შეგეცვალათ საკუთარი ცხოვრების წესი და ყოველდღიური აქტივობები, იმისთვის, რომ მეტად დაცული ყოფილიყავით თავის გაუფრთხილებლობით გამოწვეული რისკებისგან?

 


(შეაფასეთ ციფრების მეშვეობით)

1                                       2                                        3                                       4                                         5

 

სრულიად არვეთანხმები                                                                                                     სრულიად ვეთანხმები                                                                  

1          სრულიად არ ეთანხმება 28 4.4
2 ნაწილობრივ არ ეთანხმება 30 4.7
3 ნეიტრალური 126 20.1
4 ნაწილობრივ ეთანხმება 144 23.2
5 სრულიად ეთანხება 283 45.2
პასუხი არ დააფიქსირა 15 2.4
 

 

20.  როგორ ხართ მომავლის ტექნოლოგიებისადმი განწყობილი, ფიქრობთ რომ თანამედროვე მიღწევებს, შეუძლია გარემოს პირობების ისე ცვლა, რომ ადამიანის ცხოვრება, გახდეს მეტად კომფორტული, პროდუქტიული და ერთი და იმავე ადგილიდან ხელშესახები გახდეს ნებისმიერი საქმიანობის განხორციელება?                                      

 

                                                                                                                               (შეაფასეთ ციფრების მეშვეობით)

1                                       2                                        3                                       4                                         5

 

სრულიად არვეთანხმები                                                                                                    სრულიად ვეთანხმები                                                                  

1 სრულიად არ ეთანხმება 22 3.8
2 ნაწილობრივ არ ეთანხმება 20 3.1
3 ნეიტრალური 118 18.8
4 ნაწილობრივ ეთანხმება 169 26.9
5 სრულიად ეთანხება 289 46.4
პასუხი არ დააფიქსირა 8 1

წყარო: ეკოკვლევა 1, 2019 წ.

https://drive.google.com/open?id=1AYyimUXo-dfZQxy5N6hKn3ZCZjRm_lYU

336
ინოვაციური პროექტები
to-top