wishlist0

პარტნიორი კომპანია ჯითისიემჯი ე.წ სმარტსენსი

იდეიდან მოქმედ საწარმომდე


სამრეწველო ობიექტების კომპლექსური პროექტირება,
მშენებლობა, გამართვა-გაშვება, არსებული საწარმოების მოდერნიზაცია

შპს „ჯითისიემჯი“ - სმარტსენსი (ინოვაციური სისტემები) გთავაზობთ:

სამრეწველო ობიექტების პროექტირებას, მშენებლობას, გამართვა-გაშვებას, არსებული სამრეწველო ობიექტების მოდერნიზაციას. აგრეთვე, მომსახურებას მცირე და დიდი ინდუსტრიული პროექტების მართვაში. ჩვენს ძირითად პროფილს წარმოადგენს, კვების მრეწველობის ობიექტები, დიდი და მცირე საწარმოები, გადამამუშავებელი მრეწველობა, კომბინირებული წარმოება, სოფლის მეურნეობის ობიექტები, როგორც პირველადი, აგრეთვე მეორადი წარმოების. ჩვენი კომპანიის სლოგანია: „იდეიდან მოქმედ საწარმომდე“.

 ჩვენ გვაქვს გამოცდილება საქართველოში და ასევე მის ფარგლებს გარეთ, ისეთი საწარმოების პროექტების განხორციელებაში როგორიცაა: რძე და რძის პროდუქტების წარმოება, პურ-ფუნთუშეულის წარმოება, საკონდიტრო მრეწველობა, ცხიმპროდუქტების წარმოება, ექსტრუზირებული პროდუქტი, ნახევარფაბრიკატების წარმოება, საკონსერვო წარმოება, გაყინული ხილბოსტნეულის წარმოება, აგრეთვე ხილის ჩირის წარმოება, თაფლის გადამუშავება-დაფასოვება, ხილ-ბოსტნეულის გრძელვადიანი შენახვის სამაცივრე მეურნეობა, კონცენტრატებისა და წვენების წარმოება, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელის წარმოება, სხვადასხვა ტიპის სოუსების წარმოება, კომბინირებული საკვების წარმოება მეცხოველეობაში, სასათბურე მეურნეობა, კაფეებისა და რესტორნეების ტექნოლოგიური ნაწილი.

პროექტირებაში იგულისხმება საპროექტო და ტექნოლოგიური, კომპლექსური დოკუმენტაციის შემუშავება. ჩვენი კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, დამკვეთი თვალნათლივ იხილავს თეორიულ ციკლში მის მიერ წარმოდგენილი იდეის განხორციელებას წინასწარ დათქმული ბიუჯეტის მიხედვით. აგრეთვე, არსებული ობიექტის რეკონსტრუქციის შედეგს.

ინოვაცია თავისთავად ნიშნავს ახალი, ეფექტიანი პროდუქტის (მომსახურეობის) მიღების, მათი წარმოების წესის და შემდგომში შიგა და საგარეო ბაზარზე რეალიზაციის პროცესის შედეგს. იგი არის შემოქმედებითი პროცესის დამასრულებელი ეტაპი მისი პრაქტიკაში განხორციელების თვალსაზრისით. თუ შემოქმედება გულისხმობს სიახლის შექმნას, ინოვაციის შინაარსში იგულისხმება შექმნილი სიახლის პრაქტიკაში გამოყენება. ამდენად, როგორც სამეცნიერო-საწარმოო ციკლის საბოლოო შედეგი, იგი განიხილება ინოვაციური პროცესებიდან მოუწყვეტლივ.

 პროექტირების ძირითადი პრინციპები:

  1. ესთეტიურად დახვეწილი შენობის გარე იერსახე;
  2. მინიმუმამდე დაყვანილი გარემოზე ზემოქმედება და არსებული ლანდშაპის ცვლილება;
  3. თანამედროვე არქიტექტურის პრინციპებით ხელმძღვანელობა;
  4. ენერგო დამზოგი შენობა-ნაგებობები;
  5. მარტივად დასამუშავებელი და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები;
  6. თანამედროვე და სწრაფი ტექნოლოგიები;
  7. მინიმუმამდე დაყვანილი სამშენებლო სამუშაოების შრომატევადობა და ხანგრძლივობა;
  8. შენობა-ნაგებობები კონსტრუქციული თვალსაზრისით უსაფრთხო და მდგრადია, გათვალისწინებულია სეისმურ დატვირთვაზე. ეკონომიურად მიზანშეწონილი გათვლილი გრძელვადიან უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის;
  9. ობიექტის მინიმალური საექსპლუატაციო მოვლა-პატრონობის ხარჯები.

პროექტი ხორციელდება 10 ძირითად ნაწილად:

  1.  პროექტის ეკონომიკური ნაწილი
  2.  საძიებო სამუშაოები
  3.  კონცეპტუალური დიზაინის ესკიზი
  4.  ტექნოლოგიური ნაწილი
  5.  არქიტექტურული ნაწილი
  6.  კონსტრუქციული ნაწილი
  7.  პროექტის საინჟინრო ნაწილი
  8.  მშენებლობის ორგანიზების პროექტი
  9.  ეკოლოგიური პროექტი
  10. სახარჯთაღრიცხვო ნაწილი

 

შპს "„ჯითისიემჯი“ - სმარტსენსი სამშენებლო ობიექტების პროექტირება

  • პროექტირება - უმნიშვნელოვანესი ეტაპია ნებისმიერი შენობისა თუ ნაგებობისათვის. პროექტის ხარისხი განსაზღვრავს სამშენებლო ობიექტის ფასს და ვადას. აგრეთვე, უსაფრთხოებას, ენერგოეფექტურობას, კომფორტულ ექსპლუატაციის პირობებს და მაღალ სიცოცხლის უნარს.

    პროექტირების სახეობები:

    სამშენებლო პროექტირება იყოფა 4 ძირითად ტიპად:

    1. მიწის ზედა ობიექტების პროექტირება, სამრეწველო ობიექტები, საწყობები, სავაჭრო ქსელები და ა.შ

    2. პროექტირება საინჟინრო ნაგებობების. ხიდები, ესტაკადები, წყალმომარაგების ქსელები, გზები და ა.შ

    3. ლანდშაპტური პროექტირება, ვერტიკალური გეგმარება, კეთილმოწყობისა და გამწვანების პროექტის შემუშავება

    4. სპეციალური პროექტირება სხვადასხვა საინჟინრო სისტემების, როგორიცაა: წყალმომარაგების, ელექტრომომარაგების, კანალიზაციის, ვინტილაციის და ა.შ სისტემები.

    შპს „ჯითისიემჯი“ - სმარტსენსი შეუძლია ყველა ამ ტიპის ობიექტის პროექტირების შესრულება, როგორც განცალკევებულად, აგრეთვე კომპლექსში.

    სამუშაოს ეტაპები

    ეტაპი 1 - წინასაპროექტო სამუშაოები ან საესკიზო პროექტის შემუშავება. ამ ეტაპზე განისაზღვრება და შემუშავდება მომავალი ობიექტის ძირითადი პარამეტრები. პროექტის ორგანიზება თანხმდება კლიენტთან - შენობის საერთო ზომები და სართულთა რაოდენობა, ფართობი და ნაგებობის დანიშნულება, დაგეგმარება, არქიტექტურის თავისებურებანი და სხვა ასპექტები. მიღებული მონაცემების საფუძველზე იქმნება ობიექტის ან / და მისი 3D მოდელის ესკიზები. 

  • ეტაპი 2 - პროექტის დამუშავება. ესკიზური პროექტის, ტექნიკური შენობის, მშენებლობის წესების და ნორმების საფუძველზე შემუშავდება ობიექტის არქიტექტურული, კონსტრუქციული, ტექნოლოგიური, მოცულობითი დაგეგმვის, საინჟინრო გადაწყვეტილებები, ხარჯთაღრიცხვა. 

    ეტაპი 3 - სამუშაო დოკუმენტაციის შემუშავება. პროექტის დამტკიცების შემდეგ, იქმნება ნახაზების, სპეციფიკაციების და ხარჯთაღრიცხვის კომპლექტი, რომლის მიხედვითაც ხორციელდება კონსტრუქციის ან შენობის რეკონსტრუქცია ან მშენებლობა, აგრეთვე გეგმების ორგანიზება  და სამუშაოების შესრულება.

    დამატებით შეიძლება შემუშავდეს დიზაინ-პროექტი - პროექტი ექსტერიერისა და ინტერიერის გაფორმებისათვის.

    პროექტირების მომსახურების უპირატესობები, რომელსაც გთავაზობთ კომპანია  შ.პ.ს. „ჯითისიემჯი“ -სმარტსენსი

    1. ნებისმიერი მასშტაბისა და დანიშნულების შენობების პროექტირება, მათ შორის, ადვილად ფეთქებადი და აალებადი ობიექტებისაც.
    2. სამუშაო „იდეიდან მოქმედ საწარმომდე“ - თქვენ იღებთ დოკუმენტების სრულ კომპლექტს: ობიექტის ესკიზებიდან სამუშაო ნახაზებამდე.
    3. დიდი გამოცდილება პროექტების შემუშავებაში, მათი ნიმუშები მოცემულია განყოფილება „ჩვენი პროექტები“.
    4. დამატებითი მომსახურების შეკვეთის შესაძლებლობა: მშენებლობის ადგილის შერჩევა, კონცეპტუალური დიზაინის შემუშავება, ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის შეფასება.
    5. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი პარტნიორების შეთავაზება: შემოწმებული მშენებლები, დანადგარების მომწოდებლები და ა.შ.

    დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად ჩვენი კომპანიის მომსახურებაზე კაპიტალური მშენებლობის ობიექტების პროექტირების სფეროში თბილისში - დაგვიკავშირდით ნომერზე: + (995-32) 237-10-07 ან მოგვწერეთ: smartsense999@gmail.com

221
პარტნიორი კომპანიები
to-top